ახალი ამბები

24-ში ყველაფრის გახსნა ცოტა სახიფათოა, “შავ პარასკევს” რაც მოხდა, იგივე რომ განმეორდეს — იმნაძე

13 დეკემბერი, 2020 • 970
24-ში ყველაფრის გახსნა ცოტა სახიფათოა, “შავ პარასკევს” რაც მოხდა, იგივე რომ განმეორდეს — იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ 24 დეკემბერს არსებული შეზღუდვების დროიებით მოხსნა სახიფათო იქნება.

მისი თქმით, მომდევნო შემდეგი ერთი კვირა აჩვენებს, თუ რა დოზით რისი გახსნა იქნება შესაძლებელი, სიტუაცია მკვეთრად არ გაუარესდეს.

“24-ში ყველაფრის გახსნა ცოტა სახიფათო იქნება[…] თუ ჩვენ შევძელით სტაბილიზაცია სიტუაციის, რაღაცა დოზით რაღაცები გაიხსნება, მაგრამ ამაზე მსჯელობა იქნება. კიდევ ეს ერთი კვირა გვაქვს იმისათვის, რომ მოვემზადოთ. პირველ რიგში ჩვენ ხომ იქიდან გამოვდივართ, რომ ყველამ უნდა ვატაროთ ყველგან პირბადე, დავიცვათ დისტანცია და თავყრილობებისგან თავის შეკავება. თქვენ წარმოიდგინეთ “შავ პარასკევს” რაც მოხდა, იგივე რომ განმეორდეს, რომ გაიხსნება…

ძალიან ფრთხილად ვუდგებით ამას, არ შეიძლება, ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი, რამდენ ადამიანს დავკარგავთ ამ ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, ძალიან საფრთხილო იქნება ეს ყველაფერი და გამოჩნდება, ერთი კვირა კიდევ გვაჩვენებს თუ რა დოზით, რისი გახსნა იქნება შესაძლებელი ისე, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად არ გაუარესდეს”, — განაცხადა იმნაძემ “ტვ პირველთან”.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები ამოქმედდა.

მთავრობის თანახმად, 24 დეკემბრისა და 2 იანვრის პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქდება:

  • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
  • აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

მთავრობამ ახალი შეზღუდვების ჩამონათვალი გამოაქვეყნა

მასალების გადაბეჭდვის წესი