ახალი ამბები

ოპოზიციის კონსულტაციებზე ელისაშვილს აღარ დავუძახებთ, ახლა ხელისუფლების ბანაკშია — ბოკერია

13 დეკემბერი, 2020 • 1074
ოპოზიციის კონსულტაციებზე ელისაშვილს აღარ დავუძახებთ, ახლა ხელისუფლების ბანაკშია — ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილს, “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გამართვამდე, ოპოზიციის საერთო კონსულტაციებზე აღარ დაუძახებენ.

მისი თქმით, ელისაშვილის ახლა ხელისუფლების ბანაკაშია და მოლაპარაკებებზე “ქართული ოცნების” წარმომადგნლებთან ერთად შეუძლია მივიდეს.

“ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა არ არის, ბატონი ელისაშვილი აღარ არის ოპოზიციის ნაწილი, ეს გააფორმა მან თვითონ, ის არის ივანიშვილის სპიკერის რეჟიმის სპიკერი. ჩვენ ელისაშვილს არ დავუძახებთ, იქ[ მეხუთე რაუნდზე] კობახიძესთან ერთად მობრძანდეს და მასთან ერთად, როგორც ერთ-ერთ ერთეულს, როგორც ახლა არის ხელისუფლების ბანაკში, რა თქმა უნდა, იქ როგორ უნდა ავუკრძალოთ. ჩვენთან რა კონსულტაცია უნდა ჰქონდეს”, — განაცხადა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან.

ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეები”, თავიდანვე აცხადებნენ, რომ არ აღიარებდნენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და პარლამენტში არ შევიდოდნენ, თუ არ დაინიშნებოდა ხელახალი რიგგარეშე არჩევნები. ბოლო რამდენიმე კვირაა, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების მედიატორობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის მოლაპარაკებები იმართება, რომლის დეტალები საჯარო არ არის. ხელისუფლება ამბობს, რომ მზად არის გარკვეულ დათმობებზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩატარდება ხელახალი არჩევნები.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი “ევროპულ საქართველოს” უცხოელი დიპლომატების მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც ელისაშვილი ამბობს, “ევროპული საქართველოს” მოლაპარაკებების დეტალების გამოტანა და ყველაფერის არევა სურთ. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ “ევროპული საქართველოს” ლიდერები პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

11 დეკემბერს, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ხელი მოაწერა მემორანდუმებს მანდატების გაუქმებაზე. თუმცა ალეკო ელისაშვილსა და მისი პარტიის მეორე დეპუტატს, ლევან იოსელიანს მემორანდუმზე ხელი არ მოუწერითა, მათ ნათქვამი ჰქონდათ, რომ მოლაპარაკებების დასრულებამდე, ამ ეტაპზე, არ აპირებდნენ მანდატებზე ოფიციალუად უარის თქმას, თუმცა აცხადებენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი