ახალი ამბები

კორონავირუსი | 50 გარდაცვლილი და 3907 ახალი შემთხვევა – 12 დეკემბერი

12 დეკემბერი, 2020 • 1187
კორონავირუსი | 50 გარდაცვლილი და 3907 ახალი შემთხვევა – 12 დეკემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 50 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 3907 ახალი შემთხვევა. მონაცემები განთავსებულია მთავრობის მიერ შექმნილ პლატფორმაზე stopcov.ge

მთავრობა ამბობს, რომ ამავე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 907 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 843 PCR ტესტით.

როგორც უწყება ამბობს, ახალი 3907 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 1 588
  • აჭარა – 333
  • იმერეთი – 599
  • ქვემო ქართლი – 263
  • შიდა ქართლი – 263
  • გურია – 114
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 299
  • კახეთი – 243
  • მცხეთა-მთიანეთი – 83
  • სამცხე-ჯავახეთი – 94
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა  3780 პირი.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 187 006 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 154241 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1744 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი