ახალი ამბები

დიდი ალბათობით, უკანონო ფორმით, “ოცნებამ” ამის შესახებ იცოდა – ბოკერია ISFED-ის ცდომილებაზე

12 დეკემბერი, 2020 • 2044
დიდი ალბათობით, უკანონო ფორმით, “ოცნებამ” ამის შესახებ იცოდა – ბოკერია ISFED-ის ცდომილებაზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ფორმულას” ეთერში თქვა, რომ ირაკლი კობახიძე ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დროს ამბობდა, რომ პარალელური დათვლის შედეგებისთავის გადაეხედათ და თუ აღმოჩნდებოდა, რომ ცდომილება დარჩებოდა ცესკოს მონაცემებთან, მაშინ “ქართული ოცნება” არჩევნების ხელახლა ჩატარებას მხარს დაუჭერდა. ბოკერია ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს ინფორმაცია კობახიძეს უკანონო გზებით ჰქონდა მიღებული და ცდილობდა ოპოზიცია მოეტყუებინა.

“ბატონმა კობახიძემ საჯაროდ ბრძანა, ამიტომ ამ შემთხვევაში არანაირ საიდუმლოს გაცემას არ ვახდენ, რადგან რაც საჯაროდ თქვა, იგივე გზავნილი ჰქონდა მოლაპარაკებებზეც, სანამ ეს გახდებოდა ცნობილი [ISFED-ის განცხადება]. მოდით, ჩავუჯდეთ “სამართლიანი არჩევნების” პარალელურ დათვლას და თუ დადასტურდა, რომ იქ შედეგი ემთხვევა [ცესკოს შედეგს], მაშინ თქვენ აღიარეთ არჩევნები. თუ არ დადასტურდა, მაშინ ახალ არჩევნებს ჩავატარებთო. აქედან რა ირკვევა?! ირკვევა, რომ რაღაც ფორმით და დიდი ალბათობით, უკანონო ფორმით-მიყურადების ან სხვა ფორმით იცოდნენ ამის შესახებ და მახეს უგებდნენ თავისი ჭკუით ოპოზიციას, ძალიან მოკლე ჭკუით.  ჩვენ უნდა დავთანხმებულიყავით, რომ PVT-ია საზომი და მოდით, ჩავუჯდეთ ამ ოქმების დაჯამებას და იქ გაგვჭედავდა თავისი ჭკუით”,-აცხადებს ბოკერია.

დღეს, 11 დეკემბერს,  “სამართლიანმა არჩევნებმა’ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირა, რის საფუძველზეც მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. კორექტირებული მონაცემებით, ცდომილების ზღვარის გათვალისწინებით, ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა.

ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით ISFED-ის შეცვლილი PVT შედეგები ცესკოს მონაცემებს ემთხვევა

მასალების გადაბეჭდვის წესი