ახალი ამბები

“ასტრაზენეკა” საკუთარი ვაქცინას რუსულ ვაქცინასთან კომბინაციაში გამოცდის

11 დეკემბერი, 2020 • 1381
“ასტრაზენეკა” საკუთარი ვაქცინას რუსულ ვაქცინასთან კომბინაციაში გამოცდის

“ასტრაზენეკა” დაიწყებს კლინიკური ცდებს საკუთარი ვაქცინისა და რუსული “სპუტნიკ ვ”-ს კომბინანაციაზე, რათა ნახოს, გაზრდის თუ არა ეს მის მიერ შექმნილი ვაქცინის ეფექტურობას. ამის შესახებ “რუსეთის ეროვნული სიმდიდრის ფონდმა” განაცხადა.

Reuters წერს, რომ ცდები წლის ბოლოს უნდა დაიწყოს. რუსეთს სურს ახალი ვაქცინის წარმოება და სურს ნახოს ეფექტური იქნება თუ არა შერწყმა სხვა ვაქცინასთან კომბინაციაში, განაცხადეს ფონდში, რომელმაც რუსული კორონავირუსის ვაქცინა დააფინანსა.

თავის მხრივ ბრიტანული “ასტრაზენეკა” ამბობს, რომ განიხილავდა საკუთარი ვაქცინის სხვა ვაქცინებთან კომბინაციას და ამას მალე დაიწყებენ  რუსეთის “გამალიას” ინსტიტუტთან ერთად, რომელმაც “სპუტნიკ ვ” შექმნა.

Reuters წერს, რომ ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე ძვრირადღირებულ კომპანიასა და რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტს შორის თანამშრომლობა მიანიშნებს იმაზე, თუ რამხელა ზეწოლაა, რათა შეიქმნას ეფექტური იარაღი პანდემიასთან საბრძოლველად, რომელმაც მსოფლიოში უკვე დაახლოებით 1.5 მილიონი ადამინი იმსხვერპლა.

რუსული “სპუტნიკის” შემქნელები ამბობენ, რომ მათი ვაქცინის კლინიკური ცდები კვლავ მიმდინარეობს და ვაქცინა Covid-19-ის მიმართ 90%-ზე მეტად ეფექტურია. ანუ უფრო მაღალი, ვიდრე “ასტრაზენეკას” ვაქცინა და მსგავსი “ფაიზერისა და მოდერნასი”

ამის მიუხედავად, ზოგიერთი დასავალელი მეცნიერი მიუთითებდა ვაქცინის შექმნის სიჩქარეზე და ვაქცინააციის დაწყებაზე მანამ, სანამ კლინიკური კვლევები სრულად დასრულდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი