ახალი ამბები

ჟვანიას განკარგულებით ბიუჯეტიდან დაფინანსებას 12 პარტია მიიღებს

11 დეკემბერი, 2020 • 1166
ჟვანიას განკარგულებით ბიუჯეტიდან დაფინანსებას 12 პარტია მიიღებს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა თამარ ჟვანიას განკარგულება, რომლითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12 პარტია მიიღებს დაფინანსებას. იმ პარტიებიდან, რომელთაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს და პარლამენტშიც მოხვდნენ, დაფინანსება მხოლოდ “გირჩმა” და პარტია “მოქალაქეებმა” ვერ მიიღეს. ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსებაზე, ჯამში, 12 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.

“გირჩმა” პარტიულ დაფინანსებაზე უარი თავად თქვა. როგორც პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ 26 ნოემბერს განაცხადა, პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია, რადგან მისი თქმით, ეს არჩევნების შედეგების ირიბი ლეგიტიმაცია იყო. დაფინანსების მიღებაზე თანხმობა საპარლამენტო არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის შეძენაა “პარტია” მოქალაქეებისთვისაც. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი აცხადებდა, რომ თუ პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს, მაშინ დაფინანსების მიღების უფლებაც არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი