ახალი ამბები

კინორეჟისორი კიმ კი-დუკი რიგაში კორონავირუსით გარდაიცვალა – ლატვიური მედია

11 დეკემბერი, 2020 • 1233
კინორეჟისორი კიმ კი-დუკი რიგაში კორონავირუსით გარდაიცვალა – ლატვიური მედია

კინორეჟისორი კიმ კი-დუკი 59 წლის ასაკში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიური Delfi ავრცელებს. 

გამოცემის თანახმად, ინფორმაცია რეჟისორის გარდაცვალების შესახებ მათ ფესტივალის – ArtDocFest -ის დირექტორმა დაუდასტურა. კიმ კი-დუკი ლატვიაში 20 ნოემბერს ჩავიდა.

კიმ კი-დუკის არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის, ვენეციისა და ბერლინის კინოფესტივალების. მან გადაიღო ცნობილი ფილმები – „პიეტა“; „გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი… და ისევ გაზაფხული“; „ცარიელი სახლი“; „კუნძული“ და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი