ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერდოღანს სამხრეთ კავკასიაში “ექვსეულის პლატფორმის” შექმნის სურვილი აქვს

10 დეკემბერი, 2020 • 2685
ერდოღანს სამხრეთ კავკასიაში “ექვსეულის პლატფორმის” შექმნის სურვილი აქვს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ვიზიტისას განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში ის ხედავს “ექვსეულის პლატფორმის” შექმნის შესაძლებლობას, რაც რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

ამის შესახებ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრისას ისაუბრა. ერდოღანი ბაქოში დაესწრო საზეიმო აღლუმს, რომლითაც აზერბაიჯანმა ყარაბაღის ომის შედეგები აღნიშნა.

“დღეს ჩემს ძმასთან (ალიევთან) ერთად განვიხილე ექვსი ქვეყნის პლატფორმის შექმნა, რომელშიც შევლენ აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, რუსეთი, ირანი და სურვილის შემთხვევაში, სომხეთიც. ეს იქნებოდა კარგი თანამშრომლობა რეგიონის განვითარებისთვის”, – თქვა ერდოღანმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიასაშუალება oxu.az ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი