ახალი ამბები

ერდოღანი ბაქოში ჩავიდა და გამარჯვების აღლუმს დაესწრო

10 დეკემბერი, 2020 • 996
ერდოღანი ბაქოში ჩავიდა და გამარჯვების აღლუმს დაესწრო

10 დეკემბერს, როდესაც აზერბაიჯანი ყარაბაღის ომში გამარჯვებას ოფიციალურად აღნიშნავს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბაქოში ჩავიდა.

ბაქოს თავისუფლების მოედანზე გამარჯვების აღლუმი ჩატარდა, რომელსაც ერდოღანი და მისი მეუღლე დაესწრნენ.

აღლუმი ბაქოში. ფოტო: APA

აღლუმზე ილჰამ ალიევი სიტყვით გამოვიდა და ომში სომხეთის დამარცხებასა და „ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების შესახებ“ ისაუბრა.

ალიევმა სიტყვა შემდეგი სიტყვებით დაასრულა:

„ყველამ იცის, რომ ერთი წლის წინ სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, „ყარაბაღი სომხეთია და წერტილი“. მე ვთქვი, „ყარაბაღი აზერბაიჯანია. ძახილის ნიშანი“. დღეს მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანია! ყარაბაღი ჩვენია! ყარაბაღი აზერბაიჯანია! დღეგრძელობა აზერბაიჯანულ არმიას! დღეგრძელობა თურქულ-აზერბაიჯანულ მეგობრობასა და ძმობას! დღეგრძელობა აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს“.

მოგვიანებით ილჰამ და მეჰრიბან ალიევების სახელით რეჯეფ თაიფ და ემინე ერდოღანებისთვის სადილი მოეწყო.

დღის ბოლოს დედაქალაქში ომში გამარჯვების აღსანიშნავად ფოიერვერკი გაუშვეს.

ფეიერვერკი. 10.12.2020

ყარაბაღის 2020 წლის 44-დღიანი ომი 10 ნოემბერს დასრულდა.

შეთანხმების შედეგად აზერბაიჯანმა ხელახლა დაამყარა კონტროლი მთიანი ყარაბაღის გარშემო 7 რეგიონსა და დაიკავა ქალაქი შუშა/შუში უშუალოდ ყარაბაღში.

მასალების გადაბეჭდვის წესი