ახალი ამბები

კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

9 დეკემბერი, 2020 • 1651
კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

კორონავირუსით დღეს, 9 დეკემბერს კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სამედიცინო ქსელი “გორმედი” ავრცელებს.

“გორმედის” კლინიკური დირექტორის განცხადებით, გივი პარასკევაშვილი კლინიკაში სომატურ განყოფილებაში მუშაობდა, თუმცა კორონავირუსის მქონე პაციენტების მკურნალობაში არ იყო ჩართული. დირექტორის განცხადებით, მისთვის უცნობია პარასკევაშვილის კორონავირუსით ინფიცირების წყარო.

ამასთან, კლინიკური დირექტორის თქმით, პარასკევაშვილი კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ “გორმედის” კლინიკაში არ მკურნალობდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 9 დეკემბრის დილის მონაცმებით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 4734 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 38 პაციენტი.

ასევე 9 დეკემბრის მონაცემებით ამ დრომდე საქართველოში სულ 174 383 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით, მათ შორის გამოჯანმრთელდა 145 287 და გარდაიცვალა 1 614.

მასალების გადაბეჭდვის წესი