ახალი ამბები

“თუ სესიაზე მარტო იქნებიან, კობახიძემ თმა გადაიპარსოს, თუ არა – მე გადავიპარსავ” – უგულავა

8 დეკემბერი, 2020 • 1058
“თუ სესიაზე მარტო იქნებიან, კობახიძემ თმა გადაიპარსოს, თუ არა – მე გადავიპარსავ” – უგულავა

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა ირაკლი კობახიძეს გამოწვევას სთავაზობს. კერძოდ, მისი შეთავაზების მიხედვით, თუ “ქართული ოცნების” ლიდერი მართალი არ აღმოჩნდება, როცა აცხადებს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სესიას “ქართული ოცნება” მარტო არ ჩაატარებს, თმა გადაიპარსოს. იმ შემთხვევაში კი, თუ ასე არ მოხდება, ამბობს, რომ თავად გააკეთებს ამას:

“მოდი, დავდოთ საჯარო ნაძლევი, თუ მიიღებს ხვალ ამ ნაძლევს. 11-ში თუ იქნებიან მარტო, თავი გადიაპარსოს. ხომ ამბობს, 11-ში ვიქნებით ყველაო, მე ვამბობ, მარტო იქნებიან. იმათ, ვინც ყანყალებს, იმათაც აქეთ ვთვლი. არ ვიტყვი, ვინ არიან, მაგრამ ვამბობ, ხომ გამოვიდა კობახიძე და ამბობს, 11-ში მარტო “ქართული ოცნება” არ იქნება დარბაზშიო, მე ვამბობ – არ იქნება. თუ მე ვიქნები მართალი, კობახიძემ გადაიპარსოს თავი, თუ ის იქნება – მე გადავიპარსავ” ,- ამბობს უგულავა ტელეკომპანია “პირველთან”.

დღეს, 8 დეკემბერს ხელისუფლებასა და პოზიციას შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც, ოპოზიციური პარტიების წარმოამდგენლებმა განაცხადეს, რომ მათი ერთობა ურყევია და პარლამენტში შესვლას არცერთი მათგანი არ განიხილავს განმეორებითი არჩევნების ჩატარების გარეშე. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემაც, რომელმაც განაცხადა, რომ მას აქვს მოლოდინი, რომ 11 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე ყველა პარტია იქნება წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი