ახალი ამბები

ჩემი ამოცანა არის არც “ნაციონალური მოძრაობა” და არც ქოციონალური მოძრაობა — ვაშაძე

8 დეკემბერი, 2020 • 1141
ჩემი ამოცანა არის არც “ნაციონალური მოძრაობა” და არც ქოციონალური მოძრაობა — ვაშაძე

“სტრატეგია აღმეშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ინფორმაციის გავრცელებით, რომლის მიხედვითაც პარლამენტში შესვლას აპირებს, მასზე თავდასხმა ხორციელდება.

მისი თქმით, არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ოპოზიცია ერთად შეთანხმდება. ვაშაძე უარყოფს, რომ ოპოზიციის შეთანხმების გარეშე აპირებს პარლამენტში შესვლას.

“მე იმედი მაქვს, რომ ამ ბინძური თავდასმხებისგან თავს შეიკავებს. ამ საკითხებზე ან ყველა ერთად შევთანხმდებით, ან ვერ შევთანხმდებით. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, დიახ, ჩემი ამოცანა არის არც “ნაციონალური მოძრაობა” და არც ქოციონალური მოძრაობა, არამედ 30%-იანი დიდი მონოლითი, რომელიც ამ მოჯადოებული წრიდან გამოიყვანს პროცესს.

ამ თავდასხმის მიზანი არის ოპოზიციურ ფლანგზე ნებისმიერ ლიდერს, რომელსაც შეუძლია ჰქონდეს დამოუკიდებელი განრიგი, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს კონსოლიდაციაში, მას ტალახი ესროლონ. ისევე, როგორც ეს იყო წინასაარჩევნოდ”, — განაცხადა ვაშაძემ.

დღეს “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარლამენტში შესვლას სამი ოპოზიციური პარტიის 7 წარმომადგენელი აპირებს.

“ჩვენ გავახმოვანეთ ის ინფორმაცია, რომელიც გვაქვს და რომლის თანახმადაც პარლამენტში შედის (კი არ ყოყმანობს, კი არ ფიქრობს – სწორედაც შედის) 7 ოპოზიციონერი (შემდეგ გამოშვებაში დავასახელებთ შვიდივეს), მათ შორის ორი თქვენი სიიდან, პირველ რიგში, ბატონი ვაშაძე. ესააა ჩვენი ინფო, რომლის დამალვასაც არ ვაპირებთ”,— დაწერა გვარამიამ “სტრატეგია აღმაშენებლის” ბლოკის ერთ-ერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანის ფეისბუკ პოსტზე საპასუხოდ.

გვარამიას იქვე უპასუხა თავად გიორგი ვაშაძემაც და დაწერა, რომ მასზე შეტევას ახორციელებენ.

“რა ინფო, რის ინფო, საიდან მოიტანეთ??? მთელი ცხოვრება ჩემზე შემოტავზე როგორ უნდა იყოთ აწყობილი”, — წერს ვაშაძე.

მანამდე სოციალური ქსელით ოპოზიციის რამდენიმე წევრის პარლამენტში შესვლაზე ინფორმაცია გაავრცელა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა. მისი ინფორმაციით,  საუბარია 6-7 ადამიანზე სხვადასხვა პარტიებიდან. ოქრუაშვილი მათ ვინაობას არ ასახელებს, ამბობს, რომ “მათივე ბაგეებიდან” უნდა გაიგოს ხალხმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი