ახალი ამბები

ტიკარაძის თქმით, ვირუსის გავრცელების კოეფიციენტი შემცირებულია, თუმცა ჯერ არასაკმარისად

8 დეკემბერი, 2020 • 432
ტიკარაძის თქმით, ვირუსის გავრცელების კოეფიციენტი შემცირებულია, თუმცა ჯერ არასაკმარისად

ჯანდაცვის მინისტრი,ს ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სულ მცირე ორკვირიანი პერიოდია საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ვირუსის გარცელების მაჩვენებლების შესახებ ისაუბროს. ამის მიუხედავად, ტიკარაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი შემცირებულია. ამას გარდა, ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ 24 დეკემბრიდან ზოგიერთი რეგულაციის შემსუბუქება  გარკვეული პერიოდით კვლავ გაზრდის კორონავირუსის შემთხვევებს საქართველოში.

“ჩვენი მიზანი თავიდანაც პიკური პერიოდის გადავადება იყო , რათა ხელი შეგვეშალა გეომეტრიული პროგრესიისთვის, რომლითაც ვირუსი საქართველოში ვრცელდებოდა და დაგვეწყო ვირუსის გავრცელების მართვა. ეს დღეის მდგომარეობით გარკვეულწილად მიღწეულია. ამის დასტურად შეგვიძლია მოვიყვანოთ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტის მაჩვენებელი, რომელიც იყო 1.92, დღეს კი 1.16 გვაქვს. ეს მნიშვნელოვანი შეგედია, თუმცა საკმარისი არ არის იმისთვის რომ უკვე დადებით გამოსავლებზე ვისაუბროთ, რადგან პროცესი ჯერ წინ არის”,-აცხადებს ტიკარაძე.

ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის მაჩვენებელი, საშუალოდ რამდენს ადამიანს გადასცემს ვირუსს ერთი ინფიცირებული.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი. 26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 169 649 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 141 392 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 576 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი