ახალი ამბები

ბრიტანეთში პირველი პაციენტი აიცრა კორონავირუსის ვაქცინით

8 დეკემბერი, 2020 • 2087
ბრიტანეთში პირველი პაციენტი აიცრა კორონავირუსის ვაქცინით

ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრები 90 წლის ქალი პირველი ადამიანია მსოფლიოში, რომელიც “ფაიზერისა” და “ბიოტეკის” ვაქცინით დიდ ბრიტანეთში ოფიციალურად აიცრა. თავად მარგარეტ კინენი ამბობს, რომ ვაქცინის პირველად მიღების გამო თავს “პრივილეგირებულად” თვლის. BBC წერს, რომ ამით გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსზე ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო, ამჟამად იგეგმება რისკჯგუფებში შემავალი ადამიანების აცრა.

2 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც  Pfizer-ისა და BioNtech-ის ვაქცინის საყოველთაო გამოყენებას მომავალი კვირიდან დაიწყებს. დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების რეგულირების სააგენტოს განცხადებით, ვაქცინა, რომელიც უზრუნველყოფს 95%-იან დაცვას ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, აბსოლუტურად უსაფრთხოა.

Pfizer-ისა და BioNtech-ის მიერ შექმნილი პროდუქტი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ყველაზე სწრაფად შექმნილი ვაქცინა გახლავთ, რომლის შესაქმნელად ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10 თვე დასჭირდათ. BBC-ის ცნობით, როგორც წესი, იმავე მოცულობის სამუშაოს ათი წელიწადი სჭირდება ხოლმე.

მასალების გადაბეჭდვის წესი