ახალი ამბები

თბილისში – 1729 შემთხვევა, იმერეთში – 673 | Covid 19-ის განაწილება 8 დეკემბერს

8 დეკემბერი, 2020 • 573
თბილისში – 1729 შემთხვევა, იმერეთში – 673 | Covid 19-ის განაწილება 8 დეკემბერს

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ თბილისში გამოვლინდა. მთავრობის ინფორმაციით, 4 673 ახალი შემთხვევიდან დედაქალაქში 1729 შემთხვევა დადასატურდა.

უწყება ამბობს, რომ რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 1 729
  • აჭარა – 339
  • იმერეთი – 673
  • ქვემო ქართლი – 419
  • შიდა ქართლი – 354
  • გურია – 126
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 388
  • კახეთი – 384
  • მცხეთა-მთიანეთი – 109
  • სამცხე-ჯავახეთი – 111
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 41

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 655. მათ შორის, 6 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში- 2 963, აჭარაში-1 015, იმერეთში-1 332.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 123 პირი, მათ შორის, თბილისში-511, აჭარაში-158, იმერეთში-257. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 425 პირი, მათგან თბილისში-212, აჭარაში-51, იმერეთში-48. 3 759 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 187 – თბილისში,1 858- აჭარაში, 409-იმერეთში. 16 067 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

მთავრობის ინფორმაციითვე, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 186 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 51 709.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 169 649 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 141 392 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 576 გარდაიცვალა.

36 გარდაცვლილი და კორონავირუსის 4 673 ახალი შემთხვევა – 8 დეკემბერი

მასალების გადაბეჭდვის წესი