შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1978 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, კახეთის ერთ-ერთ სოფელში, მეზობლის სახლში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა”, – აცხადებენ შსს-ში.
პოლიციის ცნობითვე, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. მომხდარზე გამოძიება წინასწარი შეცნობით 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
