ახალი ამბები

ლილოს დასახლებაში 1000 კვ.მ სასაწყობე ფართი დაიწვა – საგანგებო

7 დეკემბერი, 2020 •
ლილოს დასახლებაში 1000 კვ.მ სასაწყობე ფართი დაიწვა – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლილოს დასახლებაში, სასაწყობე ფართში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

როგორც ნეტგაზეთს უწყებაში უთხრეს, ჭირნახულის ქუჩა 9 ნომერში ცეცხლი სასაწყობე ფართის ნაწილს, საღებავებს და პლასტმასის შერეულ ნივთებს წაეკიდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე 14 ეკიპაჟი იმყოფება.

როგორც სახანძრო-სამაშველო ძალების თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ ჟურნალსტებს უთხრა, დამწვარია დაახლოებით 1000 კვ.მ ფართი.

მასალების გადაბეჭდვის წესი