“კლინიკა ბომონდის” კოვიდცენტრში ახალი კორონავირუსული ინფექციისგან ჩვილები გამოჯანმრთელდნენ.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, კოვიდცენტრი სამმა პაციენტმა დატოვა, აქედან ორი ერთი თვის, ხოლო ერთი 26 დღის ასაკისაა.

“კლინიკა ბომონდის”თქმით, ჩვილების დაინფიცირება დედასთან კონტაქტის შემდეგ მოხდა. ამ დროისთვის მედიკოსები 14 ჩვილს აკვირდებიან.

კლინიკის განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათი თქმით, ჩვილებიდან ყველაზე უფროსი ერთი თვის, ხოლო ყველაზე პატარა ერთი კვირის არის. პაციენტების ნაწილი კლინიკაში სახლებიდან, ნაწილი კი “კლინიკა ბომონდში” სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან გადაიყვანეს.