ახალი ამბები

ხვალ შესაძლოა შეხვედრა შედგეს ხელისუფლების წარმომადგენლის მონაწილეობით – ბურჯანაძე

6 დეკემბერი, 2020 • 878
ხვალ შესაძლოა შეხვედრა შედგეს ხელისუფლების წარმომადგენლის მონაწილეობით – ბურჯანაძე

ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, ხვალ შეხვედრა შედგეს, სადაც ხელისუფლების წარმომადგენელიც იქნება.

„არ არის გამორიცხული, რომ ხვალ შეიძლება შედგეს შეხვედრა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენელიც იქნება, ასე რომ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

რამდენადაც ვიცი, პლებისციტზე ხელისუფლებამ უარყოფითად უპასუხა ოპოზიციას, რაც ძალიან უცნაურია, იმიტომ, რომ თუ ხელისუფლება დარწმუნებული იყო იმაში, რომ ოპოზიციას ხალხი უარს ეტყობა, მაშინ პლებისციტის ჩატარების პრობლემას ვერ ვხედავ,“ – ამბობს ბურჯანაძე.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები „ლელოს“ ოფისში სამსჯელოდ დღეს, 6 დეკემბერს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ ძირითადი მოთხოვნები უცვლელია – ხელახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ცესკოს ცვლილება.

შესვლამდე კი ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, ჟურნალსიტებთან განაცხადეს, რომ სამსჯელო თემა „ოცნებასთან“ მოლაპარაკებების მესამე რაუნდიც იქნება. თუმცა, დამატებით დეტალებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ.


რამდენიმე დღის წინ პარტია “ლელოს” ოფისში ოპოზიციის კონსულტაციები გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ პარტიებმა განაცხადეს, ოპოზიცია ერთიანი რჩება ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის ნაწილში, ამავდროულად, “არსებობს შეთანხმების სხვა ელემენტებიც”. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მზად არიან, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში შუამავალ ელჩებს შეხვდენ და “განახლებული პოზიცია” გააცნონ, თუმცა არ ამბობენ, რაში მდგომარეობს ეს პოზიცია.

რატომ ჭიანურდება ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრების III რაუნდი

მასალების გადაბეჭდვის წესი