ახალი ამბები

42 გარდაცვლილი და 4 321 ახალი შემთხვევა – 6 დეკემბერი

6 დეკემბერი, 2020 • 1491
42 გარდაცვლილი და 4 321 ახალი შემთხვევა – 6 დეკემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი.

მთავრობის ოფიციალური მონაცემების თანახმად, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4 301 ადამიანი.

რაც შეეხება ტესტების რაოდენობას, უწყებაში ამბობენ, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 14 396 ტესტი, აქედან 5 816 ანტიგენი და 8 580 PCR.

26 თებერვლიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 162 475 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 133 511 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 504 გარდაიცვალა.

4 321 გამოვლენილი შემთხვევებიდან უმეტესობა თბილისში დადასტურდა, რეგიონების მიხედვით კი გადანაწილება ასე გამოიყურება:

  • თბილისი – 1615
  • აჭარა – 491
  • იმერეთი – 564
  • ქვემო ქართლი – 395
  • შიდა ქართლი – 253
  • გურია – 77
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 433
  • კახეთი – 236
  • მცხეთა-მთიანეთი – 175
  • სამცხე-ჯავახეთი – 76
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 434. მათ შორის, 6 897 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 994, აჭარაში – 1 035, იმერეთში – 1 334. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში – 493, აჭარაში – 157, იმერეთში – 245. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 420 პირი, მათგან თბილისში – 187, აჭარაში – 88, იმერეთში – 48. 3 969 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 282 – თბილისში, 1 942 – აჭარაში, 428 – იმერეთში. 16 568 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე,“ – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციითვე, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 1 282 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება – 51 296.

მასალების გადაბეჭდვის წესი