ახალი ამბებირეკლამა

სამშენებლო კომპანია “დაგის” განცხადება ზუგდიდის სტადიონთან განათების ბოძის მონტაჟის შესახებ

8 ნოემბერი, 2022 • 545
სამშენებლო კომპანია “დაგის” განცხადება ზუგდიდის სტადიონთან განათების ბოძის მონტაჟის შესახებ

სამშენებლო კომპანია “დაგი” ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მდებარე სტადიონთან განათების ბოძის მონტაჟი კომპანიის ქვეკონტრაქტორის მიერ იყო განხორციელებული.

კომპანიის გავრცლებული განცხადების მიხედვით, “დაგი” ტენდერის მხოლოდ პირველ ეტაპში იღებდა მონაწილეობას:

“ხაგზასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრული პასუხისმგებლობითა და სტანდარტების დაცვით განახორციელა, რაც დადასტურებულია მიღება-ჩაბარების აქტითა და სხვა ოფიციალური დოკუმენტებით.

აქვე გვინდა დავამატოთ, რომ აღნიშნული განათების ბოძების მონტაჟი არ მომხდარა ტენდერის პირველი ეტაპზე, ხოლო ამ ეტაპის შემდეგ, “დაგის” და მის არც ერთ ქვეკოტრაქტორს არანაირი შეხება არ ჰქონიათ სტადიონთან დაკავშირებულ სამუშაოებთან. გთხოვთ, ინფორმაციის გავრცელებამდე, გადაამოწმოთ ოფიციალური მონაცემები და საქმის არსებული დეტალები,” – აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.