ახალი ამბები

“მე საიდან უნდა წავიდე?” – იაგო ხვიჩია ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება

4 დეკემბერი, 2020 • 1757
“მე საიდან უნდა წავიდე?” – იაგო ხვიჩია ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება

პარტია “გირჩის” ჯერ კიდევ მოქმედი წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პარტიიდან წასვლას არ აპირებს.

როგორც მან ჟურნალსიტებს უთხრა, ზურა ჯაფარიძის მიერ დღეს გამოქვეყნებული პოსტის საფუძველი მისთვის უცნობია და არ იცის, რატომ აცხაებს ჯაფარიძე, რომ მათი გზები გაიყო:

“სუსტი საბაბი იყო ჩემი აზრით, რომლის უკან რა დგას, არ ვიცი და თქვენთან ერთად მზად ვარ გავარკვიო. გუშინწინ მეგობრები ვიყავით, მგონია, რომ ჩემს მეგობარს დახმარება ესაჭიროება და ეს უნდა გავარკვიოთ. არ ვიცი, ფიზიკურად მსგავსი რამე მე არ გამიგია, შესაბამისად, თქვენთან ერთად ვარკვევ. ზურა ჯაფარიძე არის ერთი მარტო და დანარჩენი გირჩი გაკვირვებულია ამ ყველაფრით. მე საიდან უნდა წავიდე?! მე აქ დავიბადე და აქ ვცხოვრობ”, – ამბობს ხვიჩია.

გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ აღარ აპირებს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“.

პარტიის შიდა ჯგუფში (რომლის სახელია „გირჩის ბაბლი“), ჯაფარიძემ 4 დეკემბრის დილას დაწერა:

„სამწუხაროდ, ერთი მხრივ, ჩემი, ხოლო მეორე მხრივ ,იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო“.

წინა დღეს ჯაფარიძე გამოეხმაურა იაგო ხვიჩიას ნათქვამს ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებით. ბავშვთა პორნოგრაფიის შეძენა-მოხმარების გამო შსს-ს მიერ  მოქალაქის დაკავების შემდეგ ხვიჩიამ ფეისბუკზე დწერა:

„ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა [შეინახა], ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“, – დაწერა ხვიჩიამ ფეისბუკზე.

ჯაფარიძემ რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ განაცხადა, რომ ხვიჩიას ნათქვამი „არასწორია“, მაგრამ „არა შინაარსის გამო“.

ჯაფარიძემამბობს, რომ არ აპირებს პარტიის გაყოფის მიზეზების შესახებ საჯაროდ საუბარს:

„არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს, სამწუხაროდ, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში“.

„წარმატებას ვუსურვებ სამივეს, მჯერა, რომ ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ. ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო, ზუსტად მესმის, რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა“.

„ნეტგაზეთი“ ცდილობს პარტიის ლიდერებთან გაარკვიოს, თუ ვინ ტოვებს „გირჩს“, თუმცა  იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს ტელეფონები გამორთული აქვთ, ჯაფარიძე კი „ნეტგაზეთის“ ზარებს არ პასუხობს.

ჯაფარიძე ჯგუფში პოსტის ბოლოს წერს: „გაჩერებას არ ვაპირებ, გირჩის მთავარი ბრძოლები წინაა“.

გირჩი: რა უძღოდა წინ პარტიის გაყოფას?

მასალების გადაბეჭდვის წესი