საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5068 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი. ამის შესახებ მთავრობის ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს.
უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 336 ადამიანი.
26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 152 704 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 126 904 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 1425.