ახალი ამბები

კუჭავა არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ ოპოზიციას 2024 წლისთვის ბარიერის დაწევას სთავაზობენ

3 დეკემბერი, 2020 • 969
კუჭავა არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ ოპოზიციას 2024 წლისთვის ბარიერის დაწევას სთავაზობენ

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრი კახა კუჭავა არც უარყოფს და არც ადასტურებს იმას, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის მმართველი გუნდის შეთავაზება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის დაწევაა. ამის შესახებ კუჭავამ “რუსთავი 2-ის” ეთერში ისაუბრა.

ჟურნალისტმა კუჭავას  ჰკითხა, არის თუ არა მესამე რაუნდზე ერთ-ერთი შეთავაზება, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი 0%-მდე დაიწევს, რაზეც კუჭავამ უპასუხა:

“ნუ მიწყენთ, არ მინდა დეტალებში შევიდე. ეს ის საკითხებია, რომელსაც არ მინდა პირველი გავხდე, ვინც რაიმე სახის ინფორმაციას გამოიტანს. ამიტომ არც დაგიდასტურებთ, არც უარვყოფ, მაგრამ ვიტყვი, რომ ნამდვილად საინტერესო შეთავაზება არის ის, რაც ვთვლით, რომ კარგი იქნება, თუ განხორციელდება და მოგვცემს საშუალებას, ყველამ ერთად გავაგრძელოთ მუშაობა პარლამენტში”, — განაცხადა კუჭავამ.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა, ბარიერგადალახულმა პარტიებმა კი საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის უცხოელი დიპლომატების შუამავლობით შეხვედრები დაიწყო.
“ქართული ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შეხვედრების ორ რაუნდი უკვე გაიმართა და დაანონსებულია, რომ მესამე რაუნდიც გაიმართება.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პორპორციული წესით უნდა გაიმართოს. მინალური ბარიერი 5%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი