ახალი ამბები

შვილის და სხვა ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით კაცი დააკავეს

3 დეკემბერი, 2020 • 1623
შვილის და სხვა ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია კაცი, რომელსაც ბრალად ედება არასრულწლოვანი შვილისა და მისი თანატოლების მიმართ გარყვნილი ქმედება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავისი არასრულწლოვანი შვილის და შვილის თანატოლი მეგობრების მიმართ სჩადიოდა გარყვნილ ქმედებებს, რომელთა ნაწილის ვიდეოგადაღებასაც ახორციელებდა. აღნიშნული ვიდეოჩანაწერები საქმეში წარმოდგენილია ნივთმტკიცების სახით.

ასევე დადგენილია, რომ გ.გ-ს არასრულწლოვნებთან სექსუალური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა. პოლიცია განაგრძობს საგამოძიებო მოქმედებებს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არასრულწლოვნების გამოკვეთა-დადგენის მიზნით“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. დანაშაული 5-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი