ახალი ამბები

“გავერკვევით, რამდენად დასაბუთებულია” – თურნავა ბიზნესისთვის გაზის გაძვირებაზე

3 დეკემბერი, 2020 • 1272
“გავერკვევით, რამდენად დასაბუთებულია” – თურნავა ბიზნესისთვის გაზის გაძვირებაზე

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ “თბილისი ენერჯის” შეხვდება გაზის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით კომერციული მომხმარებლებისთვის და გაერკვევა, რამდენად დასაბუთებულია მათი გეგმები და რამდენად ამოწურა კომპანიამ ყველა რესურსი ამის თავიდან ასაცილებლად.

მინისტრის თქმით, მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის ზრდა არ იგეგმება:

“მინდა ვთქვა, პანდემიიდან გამომდინარე, ბევრი სირთულის და გამოწვევის წინაშე დადგა ეკონომიკა და ბიზნესი. ენერგეტიკული კომპანიებიც არ არიან გამონაკლისი. თუმცა მინდა განვმარტო, გაზის ნაწილში მოსახლეობის მიმართულებით არ ველოდებით გაძვირებას.

რაც შეეხება კომერციულ ფასებს, ეს არ არის რეგულირებადი ტარიფი და მათი ბიზნესის ნაწილია. თუმცა გვექნება მათთან კომუნიკაცია დაანონსებულ ცვლილებასთან დაკავშირებით. დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ მათ, თბილისის უწყვეტი და უსაფრთხო მომარაგება. გავერკვევით, რამდენად დასაბუთბულია მათი გეგმები და ეყრდნობა თუ არა რეალურ გარემოებებს, რამდენად ამოწურა კომპანიამ ყველა ის შიდა რესურსი და რამდენად აუცილებელია ასეთ ვითარებაში კომერციული გაზის გაძვირება”, – ამბობს თურნავა.

კომერციული აბონენტებისთვის გაზი 24 თეთრით ძვირდება

მასალების გადაბეჭდვის წესი