ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღის ომში დაკარგულ ჯარისკაცთა ოჯახები აქციებს მართავენ

2 დეკემბერი, 2020 • 883
ყარაბაღის ომში დაკარგულ ჯარისკაცთა ოჯახები აქციებს მართავენ

ყარაბაღის 45-დღიან ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ჯარისკაცთა ოჯახები სომხეთში საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი სომხეთის ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

ჯარისკაცების მშობლები აქციებს მართავენ რუსეთის საელჩოსთან და სომხეთის თავდაცვის სამინისტროსთან.

“მოვდივართ, მაგრამ არაფრის იმედი აღარ გვაქვს. ალბათ, უმჯობესია, ალიევს მივმართოთ, რომ შვილები დაგვიბრუნოს”, – ამბობენ მშობლები, რომლებიც ამ კუთხით სომხეთის ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილო არიან.

სხვადასხვა მონაცემით, საუბარია რამდენიმე ათეულ უგზო-უკვლოდ დაკარგულ ჯარისკაცზე.

“19 წლის შვილს 64 დღეა ვეძებ. ის მაინც გვითხრან, რა მიმართულებით ვეძებო, მე წავალ და მოვძებნი”, – ამბობს აქციაზე ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცის მამა.

დაკარგულ სამხედროთა მშობლები აქციების გამართვის გაგრძელებას გეგმავენ.

სამმხრივი შეთანხმების მიხედვით, რომელიც ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული 45- დღიანი ომის შემდეგ მოსკოვის შუამდგომლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა, კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი