ახალი ამბები

წელს თბილისში საახალწლო სოფელი არ მოეწყობა

2 დეკემბერი, 2020 • 865
წელს თბილისში საახალწლო სოფელი არ მოეწყობა

არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე წელს თბილისში საახალწლო სოფელი აღარ მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 2 დეკემბერს განაცხადა.

“ის შეზღუდვები, რომლებიც არის დაწესებული და ზოგადად იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანრმთელობას, სიცოცხლეს, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ წელს საახალწლო სოფელი ვერ გაკეთდება. ეს, ფაქტობრივად, ქმნის მიზიდულობის ცენტრს და ძალიან დიდი საფრთხე იყო იმის, რომ ბევრი ადამიანი მივიდოდა ბავშვებით, ბებიებით, ბაბუებით და გაჭირდებოდა კონტროლი და უხერხული იქნებოდა მოსული ადამიანისთვის გეთქვა, რომ არ შეხვიდე საახალწლო სოფელში, იმიტომ, რომ ბევრი ხალხია”, — განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საახალწლო სოფელში დასახარჯი თანხები სოციალურად გაჭირვებული ოჯახების დახმარებას მოხმარდება.

“ჩვენ დაახლოებით 700 000-800 000 ლარი გვიჯდებოდა საახალწლო სოფელი და ეს თანხები, რაც უნდა დახარჯულიყო მასზე, მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში და დავეხმარებით იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. ეს იქნება საკვებით უზრუნველყოფა წინასაახალწლო დღეებში და ამისთვის ჩვენ პლატფორმა უკვე შექმნილი გვაქვს. უკვე ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი და ხდება საკვები პროდუქტებით მომარაგება და მომდევნო დღეებში დავიწყებთ დარიგებას”, — განაცხადა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი