ახალი ამბები

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა – „ინფო რუსთავი“

1 დეკემბერი, 2020 • 1258
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა – „ინფო რუსთავი“

პირველ დეკემბერს, საღამოს საათებში, რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი გამოცემა „ინფო რუსთავის“ ცნობით, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა ქვეითს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა რუსთავის ფიროსმანისა და დუმბაძის ქუჩების კვეთაზე მოხდა.

გამოცემის კადრებში ჩანს, რომ ადგილზე ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული და შემთხვევის ადგილი საპოლიციო ლენტებითაა შემოსაზღვრული.

„ინფო რუსთავის“ თანახმად, ისინი ესაუბრნენ დაღუპულის შვილს, რომელმაც თქვა, რომ შუა ხნის ქალი სახლში მიდიოდა.

შემთხვევა კომენდანტის საათის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის მისაღებად. მასალა უწყების პასუხის მიღების შემდეგ განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი