ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პარლამენტარების სახლებთან საპროტესტო აქციები გაიმართა

1 დეკემბერი, 2020 • 1458
სომხეთის პარლამენტარების სახლებთან საპროტესტო აქციები გაიმართა

სომხეთში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების სახლებთან საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა.

როგორც სომხური გამოცემა News.am წერს, მსგავსი აქციები უკვე არაერთი დღეა იმართება.

მმართველი ბლოკის, „ჩემი ნაბიჯის“ წევრებს ოპონენტები „სამშობლოს ღალატსა“ და ყარაბაღში ტერიტორიების „გაყიდვას“ აბრალებენ.

დღეს აქციები გაიმართა კარენ სარუხანიანისა და ჰოვიკ აღაზარიანის სახლებთან.

სომხეთის დედაქალაქში დემონსტრაციები 10 ნოემბრის ღამეს დაიწყო. ოპოზიცია პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომას ითხოვს.

დემონსტრაციები მას შემდეგ დიწყო, რაც მოსახლეობისთვის ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერა მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულებას.

შეთანხმების თანახმად, სომხურმა მხარემ დათმო რაიონები მთიანი ყარაბაღის გარშემო და დაკარგა კონტროლი ქალაქ შუშაზე/შუშზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი