ახალი ამბები

გერმანიაში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაიღუპა 2 ადამიანი

1 დეკემბერი, 2020 • 919
გერმანიაში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაიღუპა 2 ადამიანი

გერმანიის ქალაქ ტრირში ავტომობილი ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ზონაში შევარდა. მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

“დოიჩე ველეს” ინფორმაციით, ადგილობრივი პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, ქალაქის ამ ნაწილში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. პოლიციისვე განცხადებით, ავტომობილის მძღოლი ამჟამად დაკავებულია, თუმცა ინციდენტის დეტალები ამ დრომდე უცნობია.

პოლიციამ ასევე დაადასტურა ინფორმაცია ორი გარდაცვლილისა და რამდენიმე დაშავებულის შესახებ.

ქალაქის პოლიცია მოსახლეობას ასევე მოუწოდებს, თავი შეიკავონ ინციდენტის შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. ამ ეტაპზე მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი