ახალი ამბები

პირი სახერხ საამქროს სახლის სარდაფში მალულად ამუშავებდა — საგამოძიებო

1 დეკემბერი, 2020 • 633
პირი სახერხ საამქროს სახლის სარდაფში მალულად ამუშავებდა — საგამოძიებო

საგამოძიებო სამსახურმა  გამოავლინა პირი, რომელიც სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნებს არღვევდა.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ერთ – ერთ მოქალაქეს, შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, საცხოვრებელი სახლის სარდაფში, მალულად ჰქონდა განთავსებული და ამუშავებდა მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხ დანადგარს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს ლენტური ხერხი, ასევე,  დიდი ოდენობით ფიცარი და ხის მორები.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე  მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი