ახალი ამბები

გლდანის ციხეში მსჯავრდებულთან მიტანილ ვაშლში ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა — პენიტენციური

30 ნოემბერი, 2020 • 1083
გლდანის ციხეში მსჯავრდებულთან მიტანილ ვაშლში ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა — პენიტენციური

გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულებაში მსაჯვრდებულთან მიტანილი ამანათის შემოწმების დროს ხილში, კერძოდ ვაშლში, ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს პენიტენციურ სამსხურშიც დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, შემთხვევა 26 ნოემბერს მოხდა და ამავე დღეს დააკავეს პირი, რომელმაც მსჯავრდებულთან ამანათი მიიტანა. მას ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის აკრძალული საგნის – ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობა.

დაკავებულს ბრალდება 28 ნოემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19. 378-ე პირველი პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი