ახალი ამბები

პარლამენტის პირველი შეკრების დღეს ოპოზიცია მეტეხის ტაძართან დეკლარაციას მოაწერს ხელს

30 ნოემბერი, 2020 • 1420
პარლამენტის პირველი შეკრების დღეს ოპოზიცია მეტეხის ტაძართან დეკლარაციას მოაწერს ხელს

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრების დღეს ოპოზიცია სერთო დეკლარაციას მოაწერს ხელს, სადაც შემდეგი მოთხოვნები იქნება გაერთიენებული: რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, პოლიპატიმრების გათავისუფლება და ცესკოს ახალი სისტემით და ახალი შემადგენლობით დანიშვნა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, დეკლარაციის გასაფორმებლად ოპოზიცია პარლამენტის პირველი შეკრების დღეს მეტეხის ტაძართან შეიკრიბება.

“გარდა ამისა, ყველა დეპუტატი, რომელიც ცესკოს მონაცემებით პარლამენტშია შესული, მანდატის დატოვების შესახებ განცხადებას დაწერს. რა თქმა უნდა, პარალელურად ჩაიხსნება ყველა პარტიული სია”, — განაცხადა უდუმაშვილმა.

როგორც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, დეკლარიაციაზე ხელის მოწერა ყველა პარტიას შეუძლია, რომელიც მის შინაარს ეთანხმება, და შეზღუდული არავინ იქნება.

ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ბარიერგადალახული პარტიები საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. ისინი ითხოვენ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, ცესკოს თამჯდომარისა და სრული შემადგენლობის შეცვლას, ახალი სისტემით და ახალი შემადგენლობით დანიშვნას, ასევე, პოლიპატიმრების გათავისუფლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი