ახალი ამბები

ტიკარაძე: ჟანგბადდამოკიდებულია 1190 პაციენტი

30 ნოემბერი, 2020 • 916
ტიკარაძე: ჟანგბადდამოკიდებულია 1190 პაციენტი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 30 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით მკურნალობას გადის ჟანგბადდამოკიდებული 1 190 კოვიდ პაციენტი, რეანიმაციაში კი 377 ადამიანი იმყოფება.

მინისტრის განცხადებით,  ქვეყნის მასშტაბით მოქმედ COVID კლინიკებში 8 241 ადგილია მობილიზებული, რომელთაგანაც ათვისებულია 6 138.  ტიკარაძის თქმით, 260 პაციენტი ამჟამად ტრიაჟს გადის და კლინიკაში მოთავსების მოლოდინშია.

მინისტრის თქმით, ამჟამად 564 თავისუფალი ადგილია კლინიკებში, ხოლო რაც შეეხება მართვითი სუნთქვის აპარატებს, ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი 430 მოწყობილობაა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 37 ადამიანი.

მთავრობის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 937 ადამიანი.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 135 584 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 113 986 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 267 გარდაიცვალა.

37 გარდაცვლილი და 3 216 ახალი შემთხვევა – 30 ნოემბერი

მასალების გადაბეჭდვის წესი