ახალი ამბები

მძიმე პაციენტთა რაოდენობა 1000-ს აჭარბებს – მთავრობა

30 ნოემბერი, 2020 • 739
მძიმე პაციენტთა რაოდენობა 1000-ს აჭარბებს – მთავრობა

მთავრობის ოფიციალური, 30 ნოემბრის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში მძიმე პაციენტთა რაოდენობა 1000-ს აჭარბებს. უწყების თქმით, 1038 მძიმე პაციენტიდან 466 პირი სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 305. მათ შორის 6 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,  თბილისის საავადმყოფოებში-2 798, აჭარაში-991, იმერეთში-1 240. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 038 პირი, მათ შორის, თბილისში-488, აჭარაში -165, იმერეთში-217. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი, მათგან თბილისში-221, აჭარაში-122, იმერეთში-39“, – ნათქვამია მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში.

უწყების თქმითვე, 3 857 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ სასტუმროში, ხოლო საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2 104 ადამიანი.

„ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 52 822 ადამიანი, მათ შორის თბილისში-18 901 პირი, აჭარაში-12 485, იმერეთში-4 986”, – ამბობენ მთავრობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი