ახალი ამბები

თბილისი – 1622; იმერეთი – 517 | კორონავირუსის განაწილება 30 ნოემბერს

30 ნოემბერი, 2020 • 963
თბილისი – 1622; იმერეთი – 517 | კორონავირუსის განაწილება 30 ნოემბერს

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ მთავრობის ოფიციალური მონაცემები მოწმობს.

უწყება ამბობს, რომ ახალი 3 216 დადასტურებული შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 1622
  • აჭარა – 313
  • იმერეთი – 517
  • ქვემო ქართლი – 187
  • შიდა ქართლი – 82
  • გურია – 19
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 160
  • კახეთი – 161
  • მცხეთა-მთიანეთი – 77
  • სამცხე-ჯავახეთი – 74
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4

საქართველოში 30 ნოემბრის მონაცემებით მიმდინარე ინფიცირების 20 305 შემთხვევა ფიქსირდება, ეს ის პაციენტები არიან, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა და ვინც ახლა მკურნალობის კურსს გადის.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 135 584 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 113 986 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 267 გარდაიცვალა.

37 გარდაცვლილი და 3 216 ახალი შემთხვევა – 30 ნოემბერი

მასალების გადაბეჭდვის წესი