ბათუმში, ფიტნესკლუბ Reformerfitness-ში ამ წუთებში პოლიციაა შესული. კლუბის მფლობელი გიორგი ფუტკარაძე დღეს შრომითი ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენლები გააფრთხილეს, რომ კლუბის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება.
სავარაუდოდ ახლა პოლიცია სწორედ ამ მიზნით შევიდა ფიტნსეკლუბში.
„Reformerfitness“ – ი გუშინ, 28 ნოემბერს, 10 ათასი ლარით დააჯარიმეს იმის გამო, რომ ის დადგენილ აკრძალვებს არ დაემორჩილება. აკრძალული საქმიანობის განმეორების შემთხვევაში კი კანონი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.
დღეს, 29 ნოემბერს გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მივიდა ფიტნესკლუბში და განაცხადა: „ხვალიდან აქ უფლება არავის აქვს შემოვიდეს, ეს ჩემი სახლია… ვქირაობ მთელ ამ დარბაზს ჩემს საცხოვრებელ სახლად,“ – განაცხადა დღეს, 29 ნოემბერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ბათუმში ფიტნესკლუბ „Reformerfitness“ – ში.
„იუმორში გადამაქვს ყველაფერი, მაგრამ მშიერმა როგორ ვებრძოლო ვირუსს. ეს სიგიჟე ადრე თუ გვიან გაივლის და სირცხვილია“ – მიმართა გიორგი ფუტკარაძემ პოლიციელებს, რომლებიც ფიტნესკლუბში ოპერაციას ატარებენ.
პოლიციასთან ერთად ფიტნესკლუბთან მობილიზებული არიან მოქალაქეები, რომლებიც პოლიციის ქმედებას აპროტესტებენ.
ამავე თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/315804/