ახალი ამბები

სავაჭრო ცენტრები მუშაობის უფლებას ითხოვენ

29 ნოემბერი, 2020 • 845
სავაჭრო ცენტრები მუშაობის უფლებას ითხოვენ

სავაჭრო ცენტრების მენეჯერები დღეს, 29 ნოემბერს ერთიან სამოქმედო გეგმაზე სასაუბრო შეიკრიბნენ. მათი თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო ხელისუფლების მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუვები მოლების ბიზნესსა და იქ დასამქებულ ადამიანებს მნიშვნელოვნად აზარალებს.

სწორედ ამიტომ, ისინი ხელისუფლებასთან დამატებით კონსულტაციებსა და იმ პირობებზე მსჯელობას ითხოვენ, რომლითაც მუშაობის უფლებას მიიღებენ.

“შეგვიძლია კონკრეტულ საკთხებზე პასუხისმგებლობა ავიღოთ, ვმართოთ ნაკადები, თუმცა იქნება ჩვენგან მოთხოვნა, რა პერიოდში გვინდა ვივაჭროთ,” – უთხრა ჟურნალისტებს Retail Group Georgia-ს დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა. მისივე თქმით, ხელისუფლებას სთხოვენ, რომ დეკემბრის ბოლოს მათთვის მიცემული ერთკვირიანი მუშაობის უფლება უფრო გახანგრძლივდეს.

სავაჭრო ცენტრ “ქარვასლის” დირექტორის, ზურაბ შავლაყაძის თქმით კი, ბიზნესმენები ბიზნესომბუდსმენს სთხოვენ, რათა ორგანიზება გაუწიოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრას.

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო 28 ნოემბრიდან შეიზღუდა არაერთი სფეროს საქმიანობა, მათ შორის, მოლების. მათ მუშაობა მხოლოდ წინასაახალწლოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში შეეძლებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი