ახალი ამბები

კორონავირუსის 4426 შემთხვევა და 35 გარდაცვლილი | 29 ნოემბერი

29 ნოემბერი, 2020 • 1065
კორონავირუსის 4426 შემთხვევა და 35 გარდაცვლილი | 29 ნოემბერი

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4 426 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ვირუსით გარდაცვლილია 35 ადამიანი. ამავე სტატისტიკით, გამოჯანმრთელდა 3 721 პირი.

შესაბამისად, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა საქართველოში 132 368-ს მიაღწია, გარდაცვლილებისამ კი 1 230-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 110 049-მდე.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

  • თბილისში გამოვლენილია 1 802შემთხვევა,
  • აჭარა – 554,
  • იმერეთი – 637,
  • ქვემო ქართლი-268,
  • შიდა ქართლი-258,
  • გურია-119,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 400,
  • კახეთი – 219,
  • მცხეთა-მთიანეთი – 108,
  • სამცხე-ჯავახეთი – 50,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 063. მათ შორის, 6 373 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, საიდანაც თბილისის საავადმყოფოებში – 2 741, აჭარაში – 1 019, იმერეთში – 1 261. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 943 პირი, მათგან თბილისში – 429, აჭარაში – 167, იმერეთში – 190.

მძიმე პაციენტთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 367 პირი, თბილისში – 181, აჭარაში – 56, იმერეთში – 37.

3 945 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 311 – თბილისში,  2 058- აჭარაში, 284 – იმერეთში. 10 745 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი