ახალი ამბები

თენგიზ ცერცვაძე სტაციონაირიდან სახლში გაეწერა

28 ნოემბერი, 2020 • 1427
თენგიზ ცერცვაძე სტაციონაირიდან სახლში გაეწერა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა.

ცენტრის ინფორმაციით, მისი “მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას ვინც ყურადღება გამოხატა”.

თენგიზ ცერცვაძეს ახალი კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა. თავდაპირველად ის სახლში მკურნალობდა. მოგვიანებით, მდგომარეობის გართულებიდან გამომდინარე, ცერცვაძის სტაციონარში გადაყვანა გახდა საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი