ახალი ამბები

პარლამენტთან დაკავებებისას, აქტივისტს პოლიციის მანქანის კარში ხელი მოყვა

28 ნოემბერი, 2020 • 955
პარლამენტთან დაკავებებისას, აქტივისტს პოლიციის მანქანის კარში ხელი მოყვა

პარლამენტთან მიმდინარე პროტესტის მონაწილეთა დაკავებისას ერთ-ერთ აქტივისტს  პოლიციის ავტომობილის კარში ხელი მოყვა. დაშავებული “სირცხვილიას” აქტივისტი თათუშა არველაძეა.

სხვა აქტივისტების ცნობით, არველაძე კლინიკაში წაიყვანეს, რათა ჭრილობა დაუმუშაონ. ის თავს კარგად გრძნობს.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ და სხვებმა პარლამენტთან სტენსილების დახატვა  სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა და 2 პირი დააკავა. პროტესტი აბაშიძე-კარასინის შეხვედრას უკავშირდება.

ვრცლად:

დაპირისპირება პარლამენტთან: დააკავეს ორი აქტივისტი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი