ახალი ამბებირეკლამა

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) აცხადებს მიღებას 2021-2022 აკადემიური წლისათვის

28 ნოემბერი, 2020 • 1126
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) აცხადებს მიღებას 2021-2022 აკადემიური წლისათვის

შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მაქსიმუმ 5 პროგრამა 50 საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამიდან (15 სხვადასხვა აკადემიური სფეროდან) და დაიწყეთ თქვენი განაცხადის შევსება დღესვე.

რატომ CEU

იმიტომ, რომ იგი გვთავაზობს:

[checklist]

  • აკადემიურად წარმატებულ მსოფლიო რანგის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში, აკრედიტირებულებს აშშ-ში, ავსტრიასა და უნგრეთში
  • თანამედროვე ახალგაზრდებისათვის შექმნილ აშშ-სა და ავსტრიაში აკრედიტირებულ 3 ახალ, ნოვატორულ საბაკალავრო პროგრამას (შეგიძლიათ განაცხადის ერთდროულად 3-ივე პროგრამაზე გაგზავნა)
  • მსოფლიო კლასის მკვლევართა და პროფესორ-მასწავლებელთა მუდმივ ყურადღებასა და მხარდაჭერას
  • აკადემიურ თავისუფლებასა და ღია დებატებისათვის მზაობას
  • სტუდენტებისა და პროფესორ–მასწავლებლების თანაფარდობას 7: 1
  • გულუხვ ფინანსურ დახმარებას: სტუდენტების 82% მიიღებს სხვადასხვა სახის სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებასა და სტიპენდიას.

[/checklist]

როგორ გავაკეთოთ განაცხადი

პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდეთ და შეავსოთ მოთხოვნის ფორმა – My CEU Enquiry.

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველები უნდა დარეგისტრირდეთ ამ ბმულზე:

http://sits.ceu.edu/urd/sits.urd/run/siw_ipp_lgn.login?process=siw_ipp_enq&code1=PROS&code2=&code4=IPR_UDF1=LAC-GEO;IPR_UDF2=LAC

საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ ამ ბმულზე:

http://sits.ceu.edu/urd/sits.urd/run/siw_ipp_lgn.login?process=siw_ipp_enq&code1=BA&code2=&code4=IPR_UDF1=LAC-GEO;IPR_UDF2=LAC

ყველა ონლაინ განაცხადი უნდა იყოს შევსებული სრულად, შესაბამისი მოთხოვნილი საბუთებითა და სტანდარტული ტესტის ქულებით (TOEFL, IELTS, GRE, SAT და ა.შ.)

განაცხადის გაგზავნის საფასურია 30 ევრო ( მიუხედავად იმისა ერთ პროგრამაზე აგზავნით, სამზე თუ ხუთზე).

როდის არის განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადა

2021 წლის 1 თებერვალი – განაცხადების გაგზავნის პრიორიტეტული ვადა მათთვის, ვისაც ფინანსური დახმარების მოპოვება სურს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.

თვითდაფინანსებული სტუდენტებისათვის საგანაცხადო ფორმების გაგზავნის ბოლო ვადებია:

[checklist]

  • 2021 წლის 12 აპრილი – საბაკალავრო პროგრამებზე
  • 2021 წლის 15 მარტი – სამაგისტრო პროგრამებზე.

[/checklist]

განაცხადი MUNDUS MAPP და MESPOM პროგრამებზე მოგვიანებით გაიხსნება.

გაქვთ კითხვები

სასწავლო პროგრამებზე და აპლიკაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდს www.ceu.edu ან მოგვწერეთ საერთაშორისო განათლების ცენტრის FB გვერდებზე:

Center for International Education – Tbilisi

ან

Access CEU – Georgia Page

ასევე შეგიძლიათ მიწეროთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კოორდინატორს საქართველოში ქ-ნ ნათია ნანავს  – natia@osgf.ge

 

მასალების გადაბეჭდვის წესი