ახალი ამბები

პატიმრებს ხანმოკლე პაემნისა და ამანათის უფლებებით სარგებლობა შეეზღუდათ

28 ნოემბერი, 2020 • 676
პატიმრებს ხანმოკლე პაემნისა და ამანათის უფლებებით სარგებლობა შეეზღუდათ

დღეიდან, 28 ნოემბრიდან, ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება 2021 წლის პირველ იანვრამდე შეუჩერდათ, ამანათების უფლებით კი ისინი 28 დეკემბრამდე ვერ ისარგებლებენ.  პენიტენციური სამსახური ცვლილებებს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და ეპიდსიტუაციით ხსნის.

“მოცემული ცვლილებები შესაბამისობაშია ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადწყვეტილებებთან და მიზნად ისახავს covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციას პენიტენციურ დაწესებულებებში”, – აცხადებს უწყება.

სამსახურის განცხადებით, შეზღუდვების მოქმედების ვადის შემდგომ გაგრძელებასთან ან მოხნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის რეკომენდაციების შესაბამისად მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი