ახალი ამბები

თბილისი – 1784 შემთხვევა; აჭარა – 683 | კორონავირუსის განაწილება 28 ნოემბერს

28 ნოემბერი, 2020 • 923
თბილისი – 1784 შემთხვევა; აჭარა – 683 | კორონავირუსის განაწილება 28 ნოემბერს

ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4474 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა – 1784, თბილისში დადასტურდა. ამას მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს.

ოფიციალური მონაცემებით, ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 1784
  • აჭარა – 683
  • იმერეთი – 662
  • ქვემო ქართლი – 292
  • შიდა ქართლი – 192
  • გურია – 123
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 247
  • კახეთი – 228
  • მცხეთა-მთიანეთი – 127
  • სამცხე-ჯავახეთი – 93
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 41

“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 393. მათ შორის, 6 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში- 2 760, აჭარაში-1 016, იმერეთში-1 201.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 942 პირი, მათ შორის, თბილისში-429, აჭარაში-150, იმერეთში-214. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 421 პირი, მათგან თბილისში-179, აჭარაში-119, იმერეთში-41.

3 844 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1291-თბილისში, 1 998-აჭარაში, 285- იმერეთში. 10 263 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, – აცხადებენ მთავრობაში.

4472 ახალი შემთხვევა და 34 გარდაცვლილი | 28 ნოემბერი

მასალების გადაბეჭდვის წესი