ახალი ამბები

მცხეთაში მტკვარში მანქანა გადავარდა, გარდაცვლილია 3 ადამიანი – საგანგებო

27 ნოემბერი, 2020 • 914
მცხეთაში მტკვარში მანქანა გადავარდა, გარდაცვლილია 3 ადამიანი – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გზის სავალ ნაწილზე მოძრავი ავტომობილი მტკვარში დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. რამდენიმესაათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად კი, მაშველებმა წყლის ფსკერზე, ავტომობილში მყოფი 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

“მოგვიანებით მყვინთავებმა კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სამივე ცხედარი წყლიდან უკვე ამოასვენეს. მდინარე მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც. ამ დროისთვის მცხეთაში საძიებო სამუშაოები დასრულებულია”,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი