ახალი ამბები

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვებით დაეხმარება — კალაძე

27 ნოემბერი, 2020 •
თბილისის მერია სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვებით დაეხმარება — კალაძე

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 27 ნოემბერს, გამართულ ბირფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამისათვის მერია ნახევარ მილიონ ლარს გამოყოფს.

“ჩვენ პანდემიის პირველი ტალღა როდესაც გვქონდა ქვეყანაში, ზუსტად ამ მიდგომებით ძალიან ბევრ ოჯახს დავეხმარეთ და ხელი შევუწყვეთ, რომ მდგომარეობა მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა. შესაბამისად, ანალოგიურად იქნება ახლაც და მომდევნო დღეების განმავლობაში, წინასაახალწლოდ საკვები პროდუქტების მიტანას ვუზრუნველყოფთ ამ მოხუცებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად შედიან ამ რისკჯგუფებში და არ აქვთ საშუალება გამოვიდნენ და შეიძინონ საკვები პროდუქტები”, — განაცხადა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი