ახალი ამბები

საფუძვლიანი ეჭვია, ლოქდაუნის გამოცხადება უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა — უდუმაშვილი

27 ნოემბერი, 2020 • 941
საფუძვლიანი ეჭვია, ლოქდაუნის გამოცხადება უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა — უდუმაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ მთავრობის მიერ მასშტაბური შეზღუდვების შემოღება უფრო მეტად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე ეპიდემიის შეჩერებაზე ზრუნვა.

მისი თქმით, “ლოქდაუნის” გამოცხადების მიუხედავდ პროტესტი არ ჩაცხრება.

“ეს “ლოქდაუნი” კიდევ უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნის ჩვენს მოსახლეობას. ასე რომ, ჩვენ ვიმსჯელებთ ამ დღეების განმავლობაში, მათ შორის [პარლამენტის] პირველი სხდომის თაობაზეც[…]

საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ასეთი მასშტაბური ლოქდაუნის გამოცხადება უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე რეალურად ეპიდემიის შეჩერებას ემსახურება. ასე რომ, გვესმის ყველაფერი, მაგრამ ასევე გვესმის, რომ ქვეყანა არის უმძიმესი კატასტროფის წინაშე დამდგარი და ქვეყანას სჭირდება ამ კრიზისიდან გამოყვანა”, — განაცხადა უდუმაშვილმა.

მთავრობამ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება გუშინ, 26 ნოემბერს, მიიღო.

უკვე რამდენიმე კვირაა, საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის 3 ათასზე მეტ ადამიანს უდასტურდება. 27 ნოემბრის მდგომარეობით კი ბოლო 24 საათში 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 37 ადამიანი. ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 123 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილია 1 161 ადამიანი.

მთავრობამ ახალი შეზღუდვების ჩამონათვალი გამოაქვეყნა

მასალების გადაბეჭდვის წესი