ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა – 1863, თბილისში დადასტურდა. ამას მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს.
ოფიციალური მონაცემებით, ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 1863
- აჭარა – 664
- იმერეთი – 648
- ქვემო ქართლი – 319
- შიდა ქართლი – 259
- გურია – 102
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 385
- კახეთი – 280
- მცხეთა-მთიანეთი – 128
- სამცხე-ჯავახეთი – 89
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 43
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 013. მათ შორის, 6 251 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 724, აჭარაში-1 020, იმერეთში-1 219. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 976 პირი, მათ შორის, თბილისში-447, აჭარაში-154, იმერეთში-226. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 375 პირი, მათგან თბილისში-201, აჭარაში-49, იმერეთში-45.
3 863 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1266-თბილისში, 2 039-აჭარაში, 278-იმერეთში. 9 899 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
ამასთანავე, უწყების ინფორმაციითვე, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 2 114 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში – 54 554 პირი.
26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 123 470 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 102 270 გამოჯანრმთელდა, ხოლო 1161 გარდაიცვალა.