ახალი ამბები

ბოლო 24 საათში 308 სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა – გამყრელიძე

26 ნოემბერი, 2020 • 1342
ბოლო 24 საათში 308 სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირდა 308 სამედიცინო მუშაკი:

“დღევანდელ შემთხვევებში საკმაოდ დიდი წილია ჩემი კოლეგების, 8%-მდე, ანუ 308 სამედიცინო მუშაკია ინფიცირებული”.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 3801 ახალი შემთხვევა. 26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 118 690 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 98 781 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 124 გარდაიცვალა. ახალი შემთხვევიდან უმეტესობა – 1293 ინფიცირებული თბილისში გამოვლინდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი